როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ჟერომ როტენმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას კატასტროფა უწოდა და განაცხადა, რომ ქართველი გარემარბის გარეშე პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებდა.

პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟერომ როტენმა პარიზული გუნდის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო უდიდესი იმედგაცრუება ვერ დამალა, რამეთუ მიიჩნევს, რომ გუნდმა მძიმე დარტყმა მიიღო.
„ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა კატასტროფაა, რადგან ვხედავ, რომ პსჟ-მ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულოს. მინდა გუნდმა თავისი მესამე ვარსკვლავი მოიპოვოს, მაგრამ მესმის, „კვარას“ გარეშე ეს ძალიან ძნელი მისაღწევი იქნება.
ის რომ ბოლო ორი წელიწადი აქ არ ყოფილიყო, პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას", - განაცხადა როტენმა RMC Sport-ის ეთერში.
ციტატები სტატიიდან
„ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა კატასტროფაა, რადგან ვხედავ, რომ პსჟ-მ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულოს. მინდა გუნდმა თავისი მესამე ვარსკვლავი მოიპოვოს, მაგრამ მესმის, „კვარას“ გარეშე ეს ძალიან ძნელი მისაღწევი იქნება. ის რომ ბოლო ორი წელიწადი აქ არ ყოფილიყო, პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…