წყალტუბოს სანატორიუმები, რომლის განახლებასაც ივანიშვილი აპირებდა, ისევ აუქციონზე იყიდება
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს სანატორიუმების შეძენასა და აღორძინებაში ხელი პანდემიამ და „დე ფაქტო სანქციებმა“ შეუშალა, რის გამოც სახელმწიფო ობიექტებს აუქციონზე ყიდის.

წყალტუბოს სანატორიუმები აუქციონზე გაიყიდება.
ირაკლი კობახიძის თქმით ბიძინა ივანიშვილს დაპირებისამებრ სანატორიუმების შეძენასა და განვითარებაში ხელი ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდეგ დე ფაქტო სანქციებმა შეუშალა.
„2019 წელს, თუ არ ვცდები, ნამდვილად ითქვა ასე [ბიძინა ივანიშვილის მიერ სანატორიუმების შეძენა]. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-2021 წლები, კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები. ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა, ბუნებრივია, ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ამაში ლოგიკურად მოიაზრება, ბუნებრივია, წყალტუბოს ინიციატივა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ოქტომბერში წყალტუბოში არსებულ 22 სანატორიუმ/სასტუმროსა და 9 ანაბოს გამოსყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.“ აღნიშნა მაშინ ექსპრემიერმა. ნათია თურნავამ, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, სანატორიუმების ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად გადაცემის შესაძლებლობა გამორიცხა.
ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე ₾6.5 მლნ-დ არის გამოტანილი, „ინტურისტი“ ₾4.2 მლნ-დ, „მედეა“ ₾8.5 მლნ-დ, „სავანე“ ₾3.5 მლნ-დ, „ფილიალი“ (ყოფილი ბალნეოლოგიური) ₾4 მლნ-დ, „აია“ ₾3.7 მლნ-დ. აუქციონზეა გამოტანილი აგრეთვე ყოფილი სანატორიუმები: „გელათი,“ „იმერეთი“ და „მეგობრობა.“
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაირაკლი კობახიძე ხსნის, დაპირების მიუხედავად, რატომ ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარება
პრემიერი წყალტუბოზე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
პრემიერი წყალტუბოზე: გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ წყალტუბო განვავითაროთ, აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, შესაბამისად, ინტერესით ველით აუქციონის დასრულებას
პრემიერი იმედოვნებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების მიმართ ბიზნესი ინტერესს გამოავლენს
ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის
ციტატები სტატიიდან
„2019 წელს, თუ არ ვცდები, ნამდვილად ითქვა ასე [ბიძინა ივანიშვილის მიერ სანატორიუმების შეძენა]. ამის შემდეგ იყო, სამწუხაროდ, 2020-2021 წლები, კოვიდის პერიოდი და ამის შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე ფაქტო სანქციები. ამ დე ფაქტო სანქციებმა ხელი შეუშალა, ბუნებრივია, ახალი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ამაში ლოგიკურად მოიაზრება, ბუნებრივია, წყალტუბოს ინიციატივა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის შექმნის ძალიან კარგ საფუძველს,“
„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…