ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის

ეკონომიკის სამინისტრო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის „დე-ფაქტო სანქციებმა“ წყალტუბოს რეაბილიტაციას შეუშალა ხელი, თუმცა 10 სანატორიუმზე გამოცხადებული 49,3 მლნ ლარის აუქციონი კურორტის განვითარებას კარგ საფუძველს შეუქმნის.

ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის
ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე - გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნისინტერპრესნიუსი

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის აუქციონზე გამოტანას.

მისივე თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციის განხორციელებას „დე-ფაქტო სანქციებმა შეუშალა ხელი“, თუმცა დღეს ყველანაირი რესურსია, რომ კურორტი განვითარდეს.

„2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციას მოახდენდა, ამის შემდგომ იყო 2020-2021 წლები კოვიდის პერიოდი, შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები. მათ ხელი შეუშალეს ახალი ინიციატივების განხორციელებას. ამაში წყალტუბოს ინიციატივა ლოგიკურად მოიაზრება, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ის აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის.

ზოგადად დე-ფაქტო სანქციები ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუმცა ამის მიუხედავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არა მარტო. მას ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები და ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში გააძლიერა. სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს არასდროს არ ერიდება, პირიქით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ინიციატივებით გამოდის.

რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ეს აუქციონი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილ სანატორიუმს აუქციონზე ყიდის.

Bpn-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებული განაცხადებიდან ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ ყოფილი სანატორიუმები გასაყიდად აუქციონზე 15 ოქტომბერს გაიტანა. დასრულების ვადად კი 13 ნოემბერია განსაზღვრული.

ამასთან, აუქციონების თანახმად, ამ ქონებების ჯამური ღირებულება 49.318 მლნ ლარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციას მოახდენდა, ამის შემდგომ იყო 2020-2021 წლები კოვიდის პერიოდი, შემდეგ იყო 2022 და შემდგომი წლები, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები. მათ ხელი შეუშალეს ახალი ინიციატივების განხორციელებას. ამაში წყალტუბოს ინიციატივა ლოგიკურად მოიაზრება, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ის აუქციონი, რომელიც გამოცხადდა, ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს შექმნის. ზოგადად დე-ფაქტო სანქციები ზღუდავს ფინანსურ შესაძლებლობებს, თუმცა ამის მიუხედავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს სასტუმროც ამის ერთ-ერთი მაგალითია და არა მარტო. მას ტურიზმის სექტორში აქვს უამრავი ძალიან მასშტაბური ინიციატივა განხორციელებული, რამაც თვისებრივად შეცვალა ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები და ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში გააძლიერა. სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს არასდროს არ ერიდება, პირიქით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ინიციატივებით გამოდის. რაც შეეხება წყალტუბოს, ამასთან დაკავშირებით დეტალურად მოგახსენეთ. წყალტუბოს განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და ეს აუქციონი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ ინიციატივის განხორციელებისთვის,“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა | ფასები და პირობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები