ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეთ უორდსა და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა, სადაც ლონდონში „ყირიმის პლატფორმის“ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა და ფრონტის ვითარება განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მოწვევით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

„მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.

დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად. დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩვენ მზად ვართ ღიად ვიმსჯელოთ ყველა თემაზე, როგორც დადებით დინამიკაზე, ისე იმ უარყოფით გავლენებზე, რომელსაც ესა თუ ის გადაწყვეტილება ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე - ნიკოლოზ სამხარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები