ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

ნიკოლოზ სამხარაძე ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდს და უკრაინის რწმუნებულ დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა, სადაც ლონდონში დაგეგმილი „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო შეხვედრა და უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მოწვევით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.

დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები