ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განცხადებას, სადაც ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა, კობახიძე ზეწოლად აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კრიტიკას ოპოზიციის აკრძალვის პროცესზე სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. პრემიერის განცხადებით, შიდა საქმეებში ჩარევის სულისკვეთებით ევროპული სტრუქტურები რუსეთს ემსგავსებიან, რადგან ორივე მხარე ქვეყნის საქმეებში ჩარევას ცდილობს.

განცხადებას, სადაც ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა, კობახიძე ზეწოლად აფასებს
განცხადებას, სადაც ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა, კობახიძე ზეწოლად აფასებსTV პირველი

განცხადებას, სადაც ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა, ირაკლი კობახიძე ზეწოლად აფასებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

პრემიერი ამტკიცებს, რომ კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ქართულ სასამართლოზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, შემაშფოთებელია.

ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა. როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და ცდილობს კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, რომ განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს არის თავისთავად, შემაშფოთებელი. ეს ყველაფერი პირდაპირ უპირისპირდება ევროპულ ღირებულებებს, - ამბობს კობახიძე.

"პირველები" ასევე დაინტერესდა, რატომ დუმს ხელისუფლება, როცა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას რუსეთი ცდილობს. კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნება" მსგავს რუსულ განცხადებებსაც გმობს და პასუხობს, თუმცა ასეთი განცხადებაა არ დაასახელა.

ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან განცხადებებთან დაკავშირებით. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის მთავარი საკითხი არის, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები. მაგალითად, როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამისად განცხადებებს და ანალოგიურდა, როცა ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ბუნებრივია, ვაკეთებთ... სულისკვეთება იგივეა, ერთ ქვეყანასაც და მეორესაც უნდა, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, - ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

ამ ფონზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საგარეო EU-ს წინააღმდეგ - ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები