ირაკლი კობახიძე - სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული - რუსეთთან უნდა ვისაუბროთ, რათა ოკუპაციის შესახებ პოლიტიკას გადახედოს, ანალოგიურად უნდა ვესაუბროთ ევროპულ სტრუქტურებსაც
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, თუმცა მასშტაბი განსხვავდება. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მზადაა ორივეს ესაუბროს, რათა მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ.

სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებებს ისევე აკეთებს რუსეთზე, როგორც ევროკავშირის ჩარევაზე საქართველოს შიდა საკითხებში, რადგან „ორივე მათგანი საქართველოს სუვერენიტეტში ერევა“, უბრალოდ მასშტაბი განსხვავებულია.
„ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საპასუხოდ. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, მთავარი საკითხი არის, რა თმა უნდა, ოკუპაციის საკითხი. უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული მათ შორის, საგარეო სამინისტროს რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით.
შიდა საქმეებში ჩარევაა მათ შორის, როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესეც ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევაა, რადგან როგორც აფხაზეთი, ასევე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ შიდა საქმეებში ერევა რუსეთი ჩვენ შესაბამის განცხადებებს ვაკეთებთ და ანალოგიურად, როდესაც ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენ შიდა საქმეებში, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე: ორივე ქვეყანას უნდა ჩვენ სუვერენიტეტსა და საქმიანობაში ჩაერიოს. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული, რადგან ერთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტის პრობლემა.
იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს ევროკავშირის მხრიდან, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც ვისაუბროთ თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა, თუ ისინი საკუთარ სულისკვეთებას შეიცვლიან. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით მათ, უბრალოდ ისინი არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას. ვესაუბრებით, რადგან ჩვენ მივაღწიოთ სულისკვეთების ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთთანაც უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ საკუთარ ანტი სუვერენიტეტულ პოლიტიკას გადახედონ საქართველოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ განცხადებებს, ანალოგიურად, ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც ევროპული სტრუქტურები ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში
- POSTVირაკლი კობახიძე: “ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს”
ციტატები სტატიიდან
„ორივე მათგანი საქართველოს სუვერენიტეტში ერევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.