"პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული..." - ირაკლი კობახიძე ტურიზმზე
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში დადებითი ტენდენცია და ზრდა მთავრობის გამართულ პოლიტიკასა და პირდაპირი ფრენების დამატებას უკავშირდება. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 9 თვის შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს — 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტურიზმში დადებითი ტენდენცია გამართულ პოლიტიკას უკავშირდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის სტატისტიკაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტურიზმის ზრდას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ.
„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. მათ შორის ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ახალ პირდაპირ ფრენებთან, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. აქედან 4,404,872 ვიზიტი ტურისტული იყო, რაც წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. რაც შეეხება შემოსავლებს, 9 თვეში შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო შედეგები და გამოწვევების მიუხედავად, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც
ციტატები სტატიიდან
„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. მათ შორის ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ახალ პირდაპირ ფრენებთან, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.