პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ბევრი რამ გაკეთდა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხითაც

ეკონომიკის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმში, ავიაციასა და პრივატიზაციაში მზარდი მაჩვენებლებია, ასევე აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების გასხვისება, რაც კორუფციის წყარო იყო.

პრემიერი: ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ბევრი რამ გაკეთდა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხითაც
რუსთავი 2

ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაიხვეწა ქონების მართვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც კორუფციის პოტენციური წყაროც იყო და ამცირებდა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლებს.

"ახლა მთლიანად ჩაკეტილია ეს პრაქტიკა, შესაბამისად, ამის შედეგიც არის ის, რომ ჩვენი პრივატიზაციის გეგმა გასული ორი წლის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება. საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ კეთდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ახალი ინიციატივები, ამისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მადლობა ასევე ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური დისციპლინა, ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ზოგადად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამაში ფინანსთა მინისტრის როლი არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი, კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები