ირაკლი კობახიძე: იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო შედეგები და გამოწვევების მიუხედავად, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და გამოწვევების მიუხედავად, სწორი პოლიტიკისა და ახალი პირდაპირი ფრენების ხარჯზე წელს ტურიზმის მიმართულებით კარგი ზრდა დაფიქსირდა.

იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის ზრდას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო.
„პოლიტიკა გვაქვს ძალიან გამართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები იყო სერიოზული, ახლო აღმოსავლეთში არის კონფლიქტი, ამან სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია რა თქმა უნდა, ტურისტულ ნაკადებზე. ამის მიუხედავად, იმდენად მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, იმდენი ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის ტურიზმის ხელშეწყობის, ამან გამოიღო თავისი შედეგები და ამხელა მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ზრდა მიმდინარე წელსაც. მათ შორის ამას ხელი შეუწყო ახალი პირდაპირი ფრენების დამატებამ, რაზეც აქტიურად მუშაობს მუდმივად ეკონომიკის სამინისტრო. თუ დააკვირდებით ახალ ნაკადებს, პირდაპირ არის კავშირში ეს ახალი ნაკადები ახალ პირდაპირ ფრენებთან, ეს არის ყოველდღიური მუშაობის შედეგი და ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაცია - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.