ირაკლი ქადაგიშვილი: ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უცხოელი ელჩები საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვით არიან დაკავებული. მისი თქმით, ეს მცდელობები დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით მთავრდება.
ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით.
„არც გადმოთარგმნა აღარ უნდა, ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით.
ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?!ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახდა, რომ რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო. რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, რომ იქნებ ხალხი თუ გაჭირვებაში ჩავარდება, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო“, - აღნიშნა მან.
ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„არც გადმოთარგმნა აღარ უნდა, ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით, მაგრამ ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?!ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახდა, რომ რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო. რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, რომ იქნებ ხალხი თუ გაჭირვებაში ჩავარდება, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.