ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებები ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა კონსტიტუციით ნებადართული საერთაშორისო ნორმაა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა
ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვაპირველი არხი

დროა, ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები და მართლმსაჯულება. ის, რასაც ახლა თუ ადრე ამბობდა ევროკომისიის პრესსპიკერი, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მართლმსაჯულების გადამოწმებისა და გაკონტროლების სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუცია არსებობს, როდესაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოში.

„შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ადასტურებს, მართალი იყო თუ არასწორი ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გვახსოვს, ევროკავშირი თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ყველა გახმაურებულ საქმეზე სწორედ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებდნენ ხოლმე მართლმსაჯულებაზეც და სახელმწიფოზეც, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს გახმაურებული საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი და სწორი იყო. შემდეგ დასტურდებოდა არა სამართლის მხარდაჭერის მიზანი, არამედ სწორედ სამართალზე ზემოქმედების მიზანი. ახლა საქმე სწორედ ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს. საქართველოს კონსტიტუციის ნებადართულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის გზით რომელიმე პოლიტიკური პარტია აიკრძალოს? არის და ეს საერთაშორისო ნორმაა. ასეთი ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ კანონიერი ამ ნორმის გამოყენების უფლება გვაქვს. ევროკავშირმა თავისი ასეთი ჩარევებით არსებული ოპოზიცია ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. იდეაფიქსმა, რომ რამენაირად, ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოეყვანათ, ეს ოპოზიცია სულ ბანკროტამდე მიიყვანა. სწორედ ამ ჩარევამ და არამართლზომიერმა ქმედებამ საქმე იქამდეც მიიყვანა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია. კარგად გვახსოვს, რა გააკეთეს? არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ოპოზიცია ქუჩაში გაიყვანეს და ქუჩაში დატოვეს. ეს გააკეთეს, მათმა შეშფოთებამ დემოკრატიული პროცესი აქამდე მიიყვანა. ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის გადატრიალებას რომ უჭერდა მხარს, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი დანაშაული დემოკრატიული პროცესის მიმართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერმა, კრისტიან უიგანდმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ადასტურებს, მართალი იყო თუ არასწორი ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გვახსოვს, ევროკავშირი თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ყველა გახმაურებულ საქმეზე სწორედ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებდნენ ხოლმე მართლმსაჯულებაზეც და სახელმწიფოზეც, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს გახმაურებული საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი და სწორი იყო. შემდეგ დასტურდებოდა არა სამართლის მხარდაჭერის მიზანი, არამედ სწორედ სამართალზე ზემოქმედების მიზანი. ახლა საქმე სწორედ ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს. საქართველოს კონსტიტუციის ნებადართულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის გზით რომელიმე პოლიტიკური პარტია აიკრძალოს? არის და ეს საერთაშორისო ნორმაა. ასეთი ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ კანონიერი ამ ნორმის გამოყენების უფლება გვაქვს. ევროკავშირმა თავისი ასეთი ჩარევებით არსებული ოპოზიცია ასეთ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. იდეაფიქსმა, რომ რამენაირად, ხელისუფლებაში მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოეყვანათ, ეს ოპოზიცია სულ ბანკროტამდე მიიყვანა. სწორედ ამ ჩარევამ და არამართლზომიერმა ქმედებამ საქმე იქამდეც მიიყვანა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია. კარგად გვახსოვს, რა გააკეთეს? არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, ოპოზიცია ქუჩაში გაიყვანეს და ქუჩაში დატოვეს. ეს გააკეთეს, მათმა შეშფოთებამ დემოკრატიული პროცესი აქამდე მიიყვანა. ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის გადატრიალებას რომ უჭერდა მხარს, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი დანაშაული დემოკრატიული პროცესის მიმართ“
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს“
კრისტიან უიგანდი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციას არანაირი დასაყრდენი ქვეყნის შიგნით არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ? - ირაკლი ქადაგიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები