ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული - ადვოკატი

ადვოკატ პაატა გოგიაშვილის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი საკანში სასტიკად სცემეს, რის გამოც მას სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი, ხოლო ძალადობისა და ზეწოლის ფონზე მან და მისმა ძმამ ვენები გადაიჭრეს.

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული - ადვოკატი
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული - ადვოკატიTV პირველი

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, "პირველებთან" ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. იურისტის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი.

ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს მისივე საკანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდი ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.

ადვოკატის თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ძმებისგან მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს ითხოვენ.

იურისტის თანახმად, გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, რომელმაც გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ადვოკატის განცხადებით, ძმის სიცოცხლე გადაერჩინა.

დღეს ვიყავი პატიმართან, დავით ფეიქრიშვილთან. სასწაულად არის ნაცემი, ეს ცემა განხორციელდა 16 ოქტომბერს ღამის საატებში, 20 საათზე შეასახლეს პატიმრები, ესენი არიან ვატო ყიფიანი და ბილანიშვილი. მეორე დაცვის წევრია როგორც ვიცი შოთა ყოფიანი, გოცირიძე და კაჭარავა. 5 კაცი შეუსახლეს, იმსი მერე მიდის დათოს წამება. დღეს მე რომ შევედი მიიყენა თვითდაზიანება, გადაიჭრა ვენები, გუშინ ორივე ძმამ გადაიჭრა ვენები. გუშინ გადაიჭრა გიორგიმ ვენები იმისთვის, რომ ძმისთვის აეცილებინა ეს ფიზიკური ზეწოლები და დღეს გადაიჭრა მეორე ძმამა ვენები. მათ ძმებსიგან უდნათ მობილურის აიქალაუდის კოდი, რომ გახსნან. გამოძიება ეტყობა ვერ ხსნის ამ კოდებს. ასეთი განმარტებაც გააკეთეს დაკავებულებმა, რომ, ესენი იმისთვის შესახლეს ფეიქრიშვილებთან, რათა კონკრეტული ინფორმაცია გაიტანონ გარეთ კოდებთან დაკავშირებით. ინფორმაცია აინტერესებთ მობილურებიდან, რომელსაც ვერ ხსნიან.

ახლა გაიყვანენ თუ არა საავადმყოფოში არ ვიცი. ახლა ნომერ მერვე დაწესებულებაში ვარ ახლა. გუშინ საღამოს 22:00 საათზე იყო გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი "ვივა მედში", ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები. ახლა არ გაუყვანით, ვინაიდან ვენები აქვს გადაჭრილი, კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთან - ითოვდა ძმასთან შეხვედრას და ასევე ისეთ იზოლირებულ საკანში გადაყვანას, სადაც უსაფრთხოდ იქნება" - პაატა გოგიაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები