ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი როდესაც წარვადგინეთ, ამოვდიოდით არა ჩვენი, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის შიდა დაპირისპირება მათი სისუსტის გამოვლინებაა, „მათი დღეები დათვლილია“, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება. პრემიერის მტკიცებით, ოპოზიციური ძალა აგენტურაა და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რას იტყვიან ქვეყნის გარედან.

ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი როდესაც წარვადგინეთ, ამოვდიოდით არა ჩვენი, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი როდესაც წარვადგინეთ, ამოვდიოდით არა ჩვენი, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაპირველი არხი

შიდა დაპირისპირება რადიკალურ ოპოზიციაში არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, მათი ერთადერთი ინტერესია – რას იტყვიან ქვეყნის გარედან.

„ისინი სულ იყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება, ერთადერთი აინტერესებთ, რას იტყვიან ქვეყნის გარედან. რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციურ ძალებს არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები