ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება”

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციის დღეები დათვლილია და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სისტემის გაჯანსაღების მიზნით შეიტანეს. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციურ გაერთიანებას „აგენტურა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი შიდა დაპირისპირება სისუსტის გამოვლინებაა.

პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება”
პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან, რაც არის პოლიტიკური და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება”POSTV

„ისინი სულ იყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება; ერთადერთი აინტერესებთ – რას იტყვიან ქვეყნის გარედან”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

“რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც. რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი.

მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება. ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც, სინამდვილეში, არის აგენტურა.

ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. ხან ერთს აანონსებენ, ხან – მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი: ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები