ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი ოპოზიციაზე: ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა სუბიექტური, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან

საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დღეები დათვლილია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა ემსახურება არა მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესს, არამედ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.

პრემიერი ოპოზიციაზე: ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა სუბიექტური, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან
პრემიერი ოპოზიციაზე: ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, თუმცა როდესაც წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა სუბიექტური, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდანრუსთავი 2

შიდა დაპირისპირება რადიკალურ ოპოზიციაში არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, მათი ერთადერთი ინტერესია - რას იტყვიან ქვეყნის გარედან.

"ისინი სულ იყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება, ერთადერთი აინტერესებთ, რას იტყვიან ქვეყნის გარედან.

რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში.

სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან", - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისინი სულ იყურებიან გარეთ, საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რას ფიქრობს საზოგადოება, ერთადერთი აინტერესებთ, რას იტყვიან ქვეყნის გარედან. რაც შეეხება შიდა დაპირისპირებას რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება, დანარჩენი არ არის საინტერესო მაინცდამაინც, რაც მეტად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, მათი დღეები დათვლილია. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სარჩელი წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. სუბიექტურად ჩვენთვის შეიძლება ყოფილიყო უფრო საინტერესო არსებული სპექტრის შენარჩუნება, ყოველ ჯერზე ძალიან მარტივად ვამარცხებთ ამ რადიკალურ გაერთიანებულ ოპოზიციურ ძალას, ე.წ. ოპოზიციას, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება, უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება. თუმცა აქ არ არის მთავარი სუბიექტური ინტერესები, მთავარია ის, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ამოვდიოდით არა ჩვენი სუბიექტური ინტერესებიდან, არამედ ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სოსიაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენი მყარი არგუმენტები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყდება - ქვეყანას აგენტურისაგან და ამ მოძალადე ელემენტებისაგან დამშვიდება, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები