როგორ შეიძლება რაციონალური ადამიანი პარალელს ავლებდეს იმაზე, რაც ხდება პარიზში და რაც ხდებოდა თბილისში - ირაკლი ფავლენიშვილი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირაკლი ფავლენიშვილი და ბერდია სიჭინავა თბილისისა და პარიზის საპროტესტო აქციების შედარებას უსაფუძვლოს უწოდებენ და მმართველი გუნდის ბრალდებებს ორმაგ სტანდარტებზე უარყოფენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში გამართული საპროტესტო აქციებისა და პარიზში მიმდინარე მოვლენების შედარებას უსაფუძვლოს უწოდებენ და უარყოფენ მმართველი გუნდის ბრალდებებს, ორმაგი სტანდარტების შესახებ.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ საქართველოში გამართულ აქციებსა და საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს შორის მსგავსება არ არის.
"არ ვიცი, როგორ შეიძლება რაციონალური ადამიანი პარალელს ავლებდეს იმაზე, რაც ხდება პარიზში და იმაზე, რაც ხდებოდა თბილისში. არანაირი ასეთი რაღაცა ძალადობა არ ყოფილა საქართველოში მშვიდობიანი პროტესტანტების მხრიდან და არანაირი მსგავსება არ არსებობს ამ პროტესტს შორის." - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ თბილისის აქციები და პარიზში მიმდინარე მოვლენების შედარება არარელევანტურია.
"შევადაროთ ის აქციები ამ აქციებს, ფუნდამენტურად არ შეიძლება. შესაბამისად ამაზე ორმაგ სტანდარტზე საუბარიც ზედმეტია. ფუნდამენტურად მშვიდობიანი აქცია იყო, ცალკეული გამოვლინებები შეიძლება იყო ძალადობრივი, რა თქმა უნდა." - ამბობს ბერდია სიჭინავა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ციტატები სტატიიდან
„არ ვიცი, როგორ შეიძლება რაციონალური ადამიანი პარალელს ავლებდეს იმაზე, რაც ხდება პარიზში და იმაზე, რაც ხდებოდა თბილისში. არანაირი ასეთი რაღაცა ძალადობა არ ყოფილა საქართველოში მშვიდობიანი პროტესტანტების მხრიდან და არანაირი მსგავსება არ არსებობს ამ პროტესტს შორის.“
„შევადაროთ ის აქციები ამ აქციებს, ფუნდამენტურად არ შეიძლება. შესაბამისად ამაზე ორმაგ სტანდარტზე საუბარიც ზედმეტია. ფუნდამენტურად მშვიდობიანი აქცია იყო, ცალკეული გამოვლინებები შეიძლება იყო ძალადობრივი, რა თქმა უნდა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.