ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი მანანა კობახიძეზე

საკონსტიტუციო სასამართლოტვ პირველიქართული ოცნება

„ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს“ და მოსამართლემ გადაწყვეტილება კანონისა და სინდისის კარნახით უნდა მიიღოს.

,,გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი მანანა კობახიძეზე
,,გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი მანანა კობახიძეზეალია

მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან წასვლაზე ,,ტვ პირველთან” კომენტარს აკეთებს ,,ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი:

,,გაქცეული ადამიანის მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. ყველამ თავის ადგილზე თავისი პროფესიული და მორალური პოზიცია გამოხატოს, აი მაშინ ექნება მის სიტყვას ფასი. მოსამართლე როცა ხდები, შენ მანამდე პოლიტიკური პარტიის წევრი იყავი თუ რაღაცა იყავი, აღარ აქვს მნიშვნელობა. როგორც მოსამართლეს ფიცი გაქვთ დადებული და ვალდებულება გაქვს, კანონის მიხედვით იმოქმედო და მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ თავისი მორალი და სინდისი როგორც კარნახობს მოსამართლეს და კანონი და მისი პროფესიული ალღო რასაც ეუბნება, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არვიცი, უფლებამოსილება ეწურება და თვითონ გააკეთოს მეტი განმარტება. მე ჩემი პოზიცია გითხარით და მას გულში და თავში რა უტრიალებს, მეტს ვეღარ გეტყვით”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები