პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა

საფრანგეთის ქალაქებში არეულობების გამო ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა; პრემიერ სებასტიან ლეკორნუს ცნობით, აქციების დაწყებიდან 937 პოლიციელი და 248 მოსწავლე დაშავდა.

საფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა
ფორმულა

შაბათ-კვირას მომხდარი არეულობების შემდეგ საფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა.

შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.

პარიზის ქუჩებში შეზღუდვები 23:00 საათიდან ამოქმედდა და ის ვრცელდება ყველა ასაკის მოქალაქეზე. მათ დილის 6 საათამდე აკრძალული აქვთ ყოფნა რესპულიკის მოედანზე და მის მიმდებარე ქუჩებზე.

ახალგაზრდების გადაადგილებასა და შეკრებაზე შემზღუდველი ზომები დაწესდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ბორდო, ნიცა და ლიონი.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ქალაქებში დაწესებულმა მიზნობრივმა "კომენდანტის საათმა" ხელი შეუწყო იმას, რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა

საფრანგეთის მასშტაბით, დემონსტრანტები ცხოვრებისა და საწვავის ხარჯების ზრდას აპროტესტებენ, რაც სკოლებში უკეთესი პირობების მოთხოვნით დაწყებული სტუდენტური პროტესტის გაგრძელებაა.

მასშტაბურ დემონსტრაციებზე უამრავი ადამიანი დაშავდა. სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, აქციების დაწყებიდან დღემდე 937 პოლიციელი დაშავდა, ფიზიკური დაზიანება მიიღო 248 მოსწავლემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
  2. POSTVსამთავრობოსაფრანგეთის მთავრობა, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
  3. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: კომენდანტის საათის დაწესებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს - ქუჩაში მომხდარი შეტაკებებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 513 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები