პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ რეგიონებს ლოკალიზებული კომენდანტის საათის დაწესებას სთხოვს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.

საფრანგეთის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
იმედინიუსი

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ რეგიონებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს „ნაწილობრივი და ძალიან ლოკალიზებული“ კომენდანტის საათის საათის დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული კრიზისული თათბირის შემდეგ განაცხადა.

ლეკორნიუს თქმით, შეზღუდვები იქნება „ნაწილობრივი“ და „ლოკალიზებული“, რათა ბიზნესი იყოს დაცული. კომენდანტის საათის რუკა ორშაბათს დღისით, მერებთან კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება.​ ლეკორნიუმ არ გამორიცხა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადოს, „თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, თუმცა ამ ეტაპზე კომენდანტის საათი „უფრო შესაფერის ზომად“ მიიჩნევა.

მან ასევე დააანონსა ფართომასშტაბიანი სასამართლო ოპერაცია ძალადობასა და ძარცვაში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ უქმე დღეებში პოლიციისა და ჟანდარმერიის რაოდენობა გაიზრდება. მან დასძინა, რომ ამჟამად გრძელდება „განხილვები“ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მასობრივი არეულობებისა და ქალაქებში ძალადობის მართვის დოქტრინასთან დაკავშირებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. POSTVსამთავრობოსაფრანგეთის მთავრობა, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: კომენდანტის საათის დაწესებამ ხელი შეუწყო იმას, რომ გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა
  3. ფორმულაოპოზიციურისაფრანგეთის ქალაქებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერი ოპონენტებს: თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში ძალადობისა და ქაოსის დამკვიდრებაა - წესრიგის დაუყოვნებლივ აღსადგენად, მომავალ შაბათს უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზება იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები