პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

UEFA-ს გადაწყვეტილებით, უნგრეთის ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან მატჩს გულშემატკივრის გარეშე გამართავს, ხოლო უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია რასისტული და არასპორტული ქცევის გამო დაახლოებით 78 000 ევროთი დაჯარიმდა.

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
სპორტალი

14 ნოემბერს უნგრეთის ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურის B ჯგუფის შეხვედრას გასვლაზე საქართველოს წინააღმდეგ თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს. ამის შესახებ UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი.

უნგრელები 5 ოქტომბერს უკრაინასთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო დაისაჯნენ. კერძოდ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ძალაში მოიყვანა პირობითი სასჯელი (რომელიც თავდაპირველად 2024 წლის ოქტომბერში დაწესდა), რაც უკავშირდება უნგრელი გულშემატკივრების მხრიდან რასისტულ და დისკრიმინაციულ ქცევას. სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრეთის ნაკრების გულშემატკივართა მიერ ჩადენილი დარღვევები რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს მოიცავდა.

გარდა ამისა, უნგრელი გულშემატკივრები დამნაშავედ ცნეს მოედანზე საგნების სროლაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში, სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისას არასპორტულ ქცევასა და პიროტექნიკის გამოყენებაში. ამასთანავე, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას დაახლოებით 78 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

შეხსენებისთვის, 14 ნოემბერს აღნიშნულ შეხვედრას "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ერთა ლიგა | უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORTწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები