ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი თავისუფალია — ინფორმაციას „პირველები“ ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ის ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს პურის ფასთან დაკავშირებული ბიზნესინტერესების გამო დაესხა თავს.

მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია
მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალიაTV პირველი

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ქენან ისმაილოვი თავისუფალია - ინფორმაციას "პირველებს" მარნეულიდან აწვდიან.

"პირველები" არკვევს, რის საფუძველზე გათვაიუფლდა მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი.

ქენან ისმაილოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქენან ისმაილოვი მიმდინარე წლის 7 აპრილს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მარნეულში ის ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირებას ბიზნესინტერესები უძღოდა წინ. მაშინ ადგილობრივები საუბრობდნენ, რომ ისმაილოვების გარემოცება პურის ფასის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდა და სხვა მეწარმეებზეც ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ – პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?წაიკითხე

უახლესი ამბები