მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია
მარნეულის მერის ძმა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ქენან ისმაილოვი თავისუფალია, იუწყება „პირველები“. გამოძიების თანახმად, ის ნიღბიანებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა; საქმის მასალებით, დაპირისპირებას ბიზნესინტერესები და პურის ფასის ხელოვნურად გაზრდის მცდელობა უძღოდა წინ.

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ქენან ისმაილოვი თავისუფალია – ინფორმაციას “პირველებს” მარნეულიდან აწვდიან.
“პირველები” არკვევს, რის საფუძველზე გათვაიუფლდა მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი.
ქენან ისმაილოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქენან ისმაილოვი მიმდინარე წლის 7 აპრილს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მარნეულში ის ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირებას ბიზნესინტერესები უძღოდა წინ. მაშინ ადგილობრივები საუბრობდნენ, რომ ისმაილოვების გარემოცება პურის ფასის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდა და სხვა მეწარმეებზეც ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…