ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: “ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი”

ხალხის ძალა

დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, PACE-ში საქართველოს დაბრუნების წინაპირობაა 2024 წლის არჩევნების ეჭვქვეშ დამყენებელი რეზოლუციის გაუქმება და შედეგების აღიარება. მისი თქმით, ასამბლეაში საქართველოს არყოფნა თავად ევროპის საბჭოს პოლიტიკის მარცხია.

ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: “ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი”
ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: “ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი”POSTV

„ევროპის საბჭოში შედგა საკმაოდ მეგობრული შეხვედრები – როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. მე თვითონ ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრი, და ვიზიტისას (ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია), დელეგაციის წევრებს შორის ბევრი ნაცნობი ვნახე. ცხადია, მქონდა კულუარული საუბრებიც“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა იტალიის დედაქალაქ რომში გამართული ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

„სხვადასხვა შეხვედრისას აშკარად გამოიკვეთა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი.

ამ შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ.

აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, – ამას წინ აღარაფერი დაუდგება.

სხვადასხვა დონეზე გამართული საუბრებისას ევრობიუროკრატები ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქნებ, ამის გარეშეც გადაგვედგა ეს ნაბიჯი და დავბრუნებულიყავით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ეს არ მოხდება. ისინი საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, ანუ გვეუბნებიან: „ის რეზოლუცია, რაც ჩვენ მივიღეთ, დაივიწყეთ, დიდს არაფერს ნიშნავსო“ – ასეთ აბსურდში არიან გადავარდნილები.

თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ეს ნეგატივი ემყარებოდა იმდენად ბევრ და აშკარა ტყუილს, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი პოზიციის ფაქტებით დასაბუთება.

ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მათი ღირებულებების ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც აისახა კიდეც იმ არეულობებში, რომლებიც საფრანგეთში, ალბანეთსა და სხვა ქვეყნებშია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპის საბჭოში შედგა საკმაოდ მეგობრული შეხვედრები – როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. მე თვითონ ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრი, და ვიზიტისას (ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია), დელეგაციის წევრებს შორის ბევრი ნაცნობი ვნახე. ცხადია, მქონდა კულუარული საუბრებიც“
ეკა სეფაშვილი
„ის რეზოლუცია, რაც ჩვენ მივიღეთ, დაივიწყეთ, დიდს არაფერს ნიშნავსო“
„სხვადასხვა შეხვედრისას აშკარად გამოიკვეთა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი. ამ შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ. აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, – ამას წინ აღარაფერი დაუდგება. სხვადასხვა დონეზე გამართული საუბრებისას ევრობიუროკრატები ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქნებ, ამის გარეშეც გადაგვედგა ეს ნაბიჯი და დავბრუნებულიყავით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ეს არ მოხდება. ისინი საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, ანუ გვეუბნებიან: „ის რეზოლუცია, რაც ჩვენ მივიღეთ, დაივიწყეთ, დიდს არაფერს ნიშნავსო“ – ასეთ აბსურდში არიან გადავარდნილები. თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ეს ნეგატივი ემყარებოდა იმდენად ბევრ და აშკარა ტყუილს, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი პოზიციის ფაქტებით დასაბუთება. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მათი ღირებულებების ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც აისახა კიდეც იმ არეულობებში, რომლებიც საფრანგეთში, ალბანეთსა და სხვა ქვეყნებშია“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები