ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი – „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ – ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას

ირაკლი ჭეიშვილი საფრანგეთის ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ როდესაც საქართველოში აქციების კანონიერ დაშლას აკრიტიკებდნენ, პარიზში მომიტინგეებს თავად უმკლავდებიან და დაახლოებით 2 000 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

ირაკლი ჭეიშვილი – „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ – ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას
ირაკლი ჭეიშვილი – „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ – ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებასპირველი არხი

ჩვენ როდესაც ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში მომიტინგეებს უმკლავდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის განცხადებით, ყველა ხედავს, როგორ უმკლავდება პარიზი აქციებს.

ალბათ, საფრანგეთში, 2 000 ადამიანია დაკავებული და რატომღაც ჩვენც რომ იგივე გაგვეთეკებინა, იმ ადამიანებს პოლიტპატიმრებად შერაცხავდნენ და შერაცხეს კიდეც, მათ შორის საფრანგეთმაც. ვხედავთ, როგორ უმკლავდება პარიზი აქციებს. გახსოვთ, როგორ არ მოსწონდათ, როგორ ვაკეთებდით იმავეს, ოღონდ უფრო რბილი ფორმებით საქართველოში. როდესაც დილემის წინაშე თავად დგებიან და გადაწყვეტილებები მიღება უწევთ, ეს ყველაფერი მათთვის მისაღებია. ეს არის ორმაგი სტანდარტი. შიდა პოლიტიკა როდესაც თავად არ გაქვს დალაგებული და ამ დროს სხვას ასწავლი, როგორ უნდა დაალაგო სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ეს არის ზუსტად, რაც საფრანგეთს სჭირდება – „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“, ეს ვითარება აქვს ზუსტად დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: „საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა მკლავი დაკარგეს, თვალი, დასახიჩრდნენ და აქციის ეს დაშლის მეთოდები თურმე დემოკრატიულია და საქართველოში როდესაც დასახიჩრდნენ, დაიწვნენ პოლიციელები, ლაზარე გრიგორიადისი და მისნაირები ყოფილან გმირები“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები