საერთაშორისო ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა - მიმდინარე წლის ცხრა თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 6 მილიონზე მეტი ვიზიტი დაფიქსირდა.
ფელიქს ალემანი ერთ-ერთია იმ უცხოელ მოგზაურებს შორის, რომლებიც საქართველოს გასაცნობად ჩამოდიან. ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება, უძველესი კულტურა და ახალი ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობა უცხოელი ვიზიტორების ინტერესს ზრდის.
ეს ინტერესი კი, სტატისტიკაშიც აისახება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების 6 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.
ტურისტების შთაბეჭდილებებს რეკორდული მაჩვენებლებიც ამყარებს. იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში 4 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტით მეტია.
რეკორდულია საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ცხრა თვეში საქართველომ 3.8 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.4 მეათედი პროცენტით აღემატება. ტურისტული ნაკადების ზრდასა და განმსაზღვრელ ფაქტორებზე საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც.
ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიმდინარე წლის ცხრა თვეში ამ ქვეყნებიდან საქართველოში 473 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით მეტია.
ევროპული ბაზრიდან მიღებული შემოსავლებიც რეკორდულია. იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველომ 665 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 პროცენტით მეტია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.
ტურისტული ვიზიტების ზრდით ასევე გამოირჩევა დანია, ლიეტუვა, კვიპროსი, აზერბაიჯანი და ჩინეთი.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსი3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- რუსთავი 23.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
- BM.GE9 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით 4.4 მილიონამდე გაიზარდა | ტურიზმის სტატისტიკა
- იმედინიუსიევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- რუსთავი 2ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოში, 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- POSTVევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- იმედინიუსი3 მილიარდ 800 მილიონი დოლარი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება - ბოლო 9 თვის მონაცემები და საქართველოს ტურისტული პოტენციალი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…