პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, მაკრონი საქართველოს კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა საფრანგეთში უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებენ

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, როდესაც საქართველო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს იღებდა, ემანუელ მაკრონი კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა კი საფრანგეთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს, რაც ორმაგი სტანდარტია.

ირაკლი ჭეიშვილი – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, მაკრონი საქართველოს კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა საფრანგეთში უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებენ
პირველი არხი

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, საქართველოს კრიტიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი მოწინავე იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ უსაფრთხოების მიზნით კანონის გამკაცრება არადემოკრატიული ნაბიჯი და ქვეყნისთვის უკუსვლა იყო.

„მაკრონი მაშინ არასწორ შეფასებას აკეთებდა, რადგან როგორც ვხედავთ, ახლა საფრანგეთის ხელისუფლება მისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს, ვიდრე ჩვენ გვაქვს. თურმე, საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში გარე ძალებიდან ჩარევა ხდება და არეულობა გარე ძალებს აქვთ დაგეგმილი. ახლა რასაც ვხედავთ, არასწორი მიდგომა და ზუსტად ორმაგი სტანდარტია. არ შეიძლება, ასეთი ენით დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას ესაუბრო“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როცა ჩვენ ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყანაში ხედავთ, როგორ უმკლავდებიან მომიტინგეებს - ირაკლი ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები