პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიევის ოლქში მსხვერპლია რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად

კიევის ოლქში რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად მსხვერპლია, რის შესახებაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. უწყების ცნობით, დრონებით დარტყმა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზეც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა და შენობები დაიწვა.

კიევის ოლქში მსხვერპლია რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად
რადიო თავისუფლება

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 20 ოქტომბერს, დილის რვა საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა.

ამ სამსახურის ცნობით, გასულ ღამით დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია და მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ ობიექტი კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარეობს.

მანამდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ობუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმსაც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა კიევს და უკრაინის ათამდე რეგიონს დაარტყა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევსა და ხარკოვში მსხვერპლია რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები