პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აბას არაღჩი - თეირანი და მოსკოვი ჩვენს ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი და მოსკოვი ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა. სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ და ბირთვულ სფეროებში კავშირების გაღრმავება და საერთაშორისო კრიზისები განიხილეს.

აბას არაღჩი - თეირანი და მოსკოვი ჩვენს ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა
ინტერპრესნიუსი

თეირანი და მოსკოვი ჩვენს ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი ევროპიდან დაწყებული დასავლეთ აზიით დამთავრებული, მათ შორის ლიბანის, პალესტინის, უკრაინისა და იემენის თემები.

“ასევე, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბირთვული თანამშრომლობის გაფართოებაზე. ჩვენს ისტორიაში ირანი და რუსეთი არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა”, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვი თეირანში სამუშაო ვიზიტით 19 ოქტომბერს ჩავიდა. გუშინ ის ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითეირანში სერგეი ლავროვისა და აბას არაღჩის შეხვედრა მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი ირანის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები