ქეთი მოლაშვილი: დღეს აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილმა თორნიკე ქოჩქიანმა, ამავე გულრიფშიდან დევნილი ვახო სანაია, ფეისბუქ პოსტის გამო, 1 თვით ციხეში გაუშვა
ქეთი მოლაშვილი: არავინ მითხრას რომ დამთხვევაა, როცა გულრიფშიდან დევნილ მოსამართლეს დააწერეს ვახო სანაიას საქმეო.. პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი ვარ და ასე თუ ისე, ბევრი გამეგება ასეთი საქმეების და მით უმეტეს დამპალი რუსული იმპერიის, მოგიყვეთ ახლა როგორ მოქმედებენ ავტორიტარული რეჟიმები: მიზანმიმართულად იყენებენ ყველაზე სასტიკ მეთოდებს, რომ გაჩვენოს, ადამიანობას გავანადგურებთ, დევნილად ვაქცევთ ვინც არ დაგვემორჩილებაო
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
დღეს აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილმა
თორნიკე ქოჩქიანმა,
ამავე გულრიფშიდან დევნილი ვახო სანაია,
ფეისბუქ პოსტის გამო, 1 თვით ციხეში გაუშვა.
თორნიკეზე მოგახსენებთ,
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა,
2023-2025 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში,
2025 წელს დანიშნეს მოსამართლედ.
ფოთში.
შემდეგ მივლინებით თბილისში გადმოიყვანეს
და მას შემდეგ, მივლინებაში მყოფ მოსამართლეს, ასე უცნაურად, უამრავი გახმაურებული საქმე ეწერება,
ისიც ჭრის და კერავს,
როგორც 'იმას' უნდა
მდაააჰ
არავინ მითხრას რომ დამთხვევაა,
როცა გულრიფშიდან დევნილ მოსამართლეს დააწერეს ვახო სანაიას საქმეო..
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი ვარ და ასე თუ ისე, ბევრი გამეგება ასეთი საქმეების და მით უმეტეს დამპალი რუსული იმპერიის, მოგიყვეთ ახლა როგორ მოქმედებენ ავტორიტარული რეჟიმები: მიზანმიმართულად იყენებენ ყველაზე სასტიკ მეთოდებს,
რომ გაჩვენოს,
ადამიანობას გავანადგურებთ, დევნილად ვაქცევთ ვინც არ დაგვემორჩილებაო,
ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ უსამართლო ამბავზეც კი არ ამოგაღებინებს ხმას და გაგაჩუმებს,
თან აი მაგალითად, სიმბოლურად გაჩვენებს,
გულრიფშელმა არ დაინდო თავისივე თანაქალაქელი, შენ რა გადარდებსო...
ასე ანადგურებს ჯერ თანაგრძნობას,
მერე თანაგანცდას,
მხარში დგომას,
სოლიდარობას,
ადამიანობას,
ხალხს
და დამპალი რუსული იმპერია თუა,
ასე ანადგურებს ერს!
ქართველისვე ხელით...
ჰო, ვახო 15 წლის იყო,
ძმა რომ მოუკლეს
გახსოვთ ჰო?!
რატომ მოკლეს გიორგი სანაია
და ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებდა შავბნელ საქართველოში
და არ ეგუებოდა უსამართლობას,
განსაკუთრებით არ ეგუებოდა
პანკისში არსებულ ვითარებას,
როგორ იტაცებდნენ ხალხს,
როგორ ითხოვდნენ გამოსასყიდს,
როგორ კლავდნენ
და ბოლოს რომ ვერ გააჩუმეს,
მოკლეს!
ჰოდა 15 წლის ვახო სანაიას ძმა რომ მოუკლეს,
მაშინ გადაწყვიტა ჟურნალისტი გავხდებიო, ჩემი ძმის კვალს დავადგებიო.
როგორი სიმბოლურია,
რომ გიორგი სანაია,
Rustavi 2 • რუსთავი 2-ს ჟურნალისტი იყო,
ვახო სანაიაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გახდა და წლების განმავლობაში,
მისი ძმის მსგავსად, არ ეგუებოდა უსამართლობას და სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა.
დღეს ვუყურებდი რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდს
და დღის განმავლობაში: 17-ჯერ გაქარდეს პაპუაშვილი;
19-ჯერ ევროპაში რომ არეულობაა, ის ამბავი;
9-ჯერ კობახიძე;
ხოხბები, კაკბები, მინდვრის მცენარეები,
ცაში ვარსკვლავები,
მზე და მთვარე
და ერთადერთი ქარდი მიუძღვნეს ვახო სანაიას ასეთი წარწერით: "ამ რეჟიმს მაინც ამოვაყირავებთ":
არანაირი ტექსტი, რომ ვახო სანაია, ფეისბუქ პოსტის გამო დაიჭირეს; არანაირი ტექსტი, რომ ბოლო 2 წელში, მესამედ დაიჭირეს რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ჯერ ტროტუარს კეტავდიო და ამიტომ ჩასვეს და შემდეგ ფეისბუქ პოსტების გამო დაიჭირეს;
არანაირი არაფერი, მხოლოდ მშრალი სიტყვები, თავსა და ბოლოს რომ ვერ გაიგებ, რატომ ამბობს ამას ვახო სანაია..
ჰო, ძვირფასო რუსთავი 2-ის თანამშრომლებო,
ადამიანობა, თანაგანცდა და სოლიდარობის უნარი რომ წაართვას ხალხს, ეგ უნდა რეჟიმს,
თქვენც ასე მარტივად ემორჩილებით...
ძვირფასო ქართული ოცნების წევრებო,
შეგახსენებთ,
რომ ვახო სანაია,
გიორგი სანაიას ძმაა,
იმ ბიჭის,
რომელიც პანკისის ამბებს იძიებდა,
მაშინ, როცა პუტინს პანკისის ხეობა, ტერორისტული ორგანიზაციების ბუდედ ჰქონდა გამოცხადებული და ამერიკა ვეღარ აკონტროლებს და ჩვენი სპეციალური საოპერაციო ძალები უნდა შევიდნენ პანკისის ხეობაშიო,
ჰო, აი ასეთ უმწვავეს პერიოდში იძიებდა იქაურ ამბებს, არაფრის ეშინოდა და ასეთი ბიჭის ძმა გინდათ გააჩუმოთ ფეისბუქ პოსტებით?!
აჰ
ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო,
ჩვენ 9 ძმა ხერხეულიძეს ქვეყნიდან ვართ,
ერთ ძმას რომ ხელიდან დროშა უვარდებოდა
მეორე რომ იღებდა ხელში, იმათი ♡
ერთს აუკრძალავ პოსტის დადებას?
ციხეში გამოკეტავ?
მეორე გააგრძელებს,
მეორესაც აუკრძალავ?
მესამე იზამს და ვერასოდეს შეწყვეტს ქართველი ხალხი, სიმართლის თქმას,
შესაბამისად...
და ბოლოს,
ძვირფასო ქართველო ხალხო,
ასეთ ცამდე უსამართლო ამბებზეც რომ გაჩუმებას ამჯობინებთ,
ემანდ ისე არ გაგაჩუმონ,
რომ
"გაივლის დრო და გახსოვთ?
გკითხოთ დღევანდელ დღეზე,
თქვენ გაგეღიმოთ,
ამოგევსოთ თვალები ცრემლით"...
ჰო, ჩემგან სოლოდარობა არ სჭირდება
ვახო სანაიას,
დრო რომ გავა,
ამაყად იტყვის,
დიდქოცობის ბნელ წლებში,
ასე და ასე იყოო.
ქოცმა იკითხოს,
ქვეყანას რომ გვართმევდა რუსი,
შენ სად იყავი მამიო რომ ჰკითხავენ
და ფულებსა ვჭამდი და ქვეყანას ვყიდიდი რუსეთის სასარგებლოდო_ეს რომ ექნება მხოლოდ სათქმელი
და ამიტომ რომ გაუჩუმდება შვილსაც კი..
#დიდქოცობისბნელიწლები
#დამპალირუსულიიმპერია
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.