რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა
წმინდა საყდრის ცნობით, რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოკუპირებულ ოლეშკიში შექმნილ ვითარებასა და პუტინისადმი ცეცხლის შეწყვეტის თხოვნაზე ესაუბრა.

რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.
რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.
წმინდა საყდრის განცხადებით, რომის პაპმა საუბარში „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თხოვნის საკითხი ახსენა, რომლითაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
„მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.