ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და შეახსენა ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თაობაზე, რათა ოლეშკიში სურსათის მიწოდება და ევაკუაცია მოხერხდეს.

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა
რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრაალია

რომის პაპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, – ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებულ ვითარებას შეეხო.

წმინდა საყდრის განცხადებით, რომის პაპმა საუბარში „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თხოვნის საკითხი ახსენა, რომლითაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით და უსაფრთხო ევაკუაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რომის პაპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები