პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში - "ქართულ ოცნებაში" ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნება“ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. კახა კალაძისა და მმართველი გუნდის მტკიცებით, ბრიუსელი ორმაგ სტანდარტს ავლენს, როცა უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე დუმს, საქართველოს კი ოპოზიციის შესაძლო აკრძალვის გამო აკრიტიკებს.

კახა კალაძის განცხადებით, ევრობიუროკრატია საქართველოს აკრიტიკებს იმ ფონზე, როცა დუმს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სადაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ათეულობით პოლიტიკური ძალა აკრძალეს.

ოპოზიცია სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში პრობლემას, ტრადიციულად, ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა არ იცის, რის საფუძველზე აკრძალეს ოპოზიციური ძალები უკრაინაში ან მოლდოვაში, თუმცა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ იმ ქვეყნების ხელისუფლების გადაწყვეტილებები სამართლიანი იქნებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, დღეს ახლო წარსული და სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენა, როცა მოლდოვამ 2 პოლიტიკური ძალა, უკრაინამ კი 18 პარტია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აკრძალა. ამ სახელმწიფოებმა ბრიუსელისგან დუმილი, საქართველომ კი კრიტიკა მიიღო, რაც მმართველი გუნდისთვის ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.

ის, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, დღეს, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა - კრისტიან უიგანდმა თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს ყურადღებით აკვირდება და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და უხეში ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე. "ქართულ ოცნებაში" აქცენტი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მორიგ მცდელობაზე კეთდება.

2022 წლიდან, მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სხვადასხვა საფუძვლით, ათეულობით პარტია აიკრძალა - ბოლო სამ წელში, უკრაინაში საქმიანობის უფლება 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას შეუწყდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობობრიუსელის დუმილი მოლდოვასა და უკრაინაში აკრძალულ პარტიებზე და საქართველოზე შეტევა ანალოგიური პროცესების დაწყების გამო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები - "ქართული ოცნება" ევრობიუროკრატებს მოუწოდებს უარი თქვან საქართველოს წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები