პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე889 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეევა გოცირიძე - თითქმის ყოველი არჩევნების მერე მიდის განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, არის ბოიკოტის მოთხოვნა, ამას ახლავს საპროტესტო აქციები - როცა ეს მუდმივად გრძელდება, საქართველოს ინტერესებისთვის რამდენად ხელსაყრელია?889 ჩანაწერი · 13 მედია

შეურაცხყოფა, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა იკადრა, კონკრეტულ რეაგირებას საჭიროებს. თავს იმის უფლებასაც კი აძლევს, უთითებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ - გიორგი ჩაკვეტაძე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება სასამართლოში უხეში ჩარევა და მოსამართლეების დაშინების განწირული მცდელობაა. მმართველი გუნდი ბრიუსელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მითითებაში ადანაშაულებს.

შეურაცხყოფა, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა იკადრა, კონკრეტულ რეაგირებას საჭიროებს. თავს იმის უფლებასაც კი აძლევს, უთითებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ - გიორგი ჩაკვეტაძე
რუსთავი 2

ქართულ მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევა და მორიგი ორმაგი სტანდარტი ბრიუსელის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისრის განცხადება კონკრეტულ რეაგირებას მოითხოვს. მათი შეფასებით, ევროკომისიის წარმომადგენლის მცდელობა, დააშინოს მოსამართლეები, განწირულია.

"ამ ტიპის შეურაცხყოფა, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა იკადრა, კონკრეტულ რეაგირებებსაც კი საჭიროებს ჩემგან, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს მმართველ გუნდს. მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, ამაზრზენი და ვფიქრობ, რომ საჭირო არის კონკრეტული რეაგირება ამასთან დაკავშირებით. თავს იმის უფლებასაც კი აძლევს ევროკომისიის პრესსპიკერი, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უთითებს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს არის განწირული მცდელობა, რომ დააშინონ მოსამართლეები, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერსაც გაუმკლავდება", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე, ევროკომისარმა, კრისტიან უიგანდმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს და მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოვუწოდებთ ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომლითაც თავს ესხმიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფოს - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები