ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: სიტყვით კი ყველა ამბობს — მშვიდობა, მშვიდობაო, მაგრამ რეალურად ომის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი და ამ პოზიციას ინარჩუნებენ. ძალიან ჩიხური ვითარება აქვთ. ან ომი უნდა მოიგოს უკრაინამ, ან ომში უკრაინა კიდევ მეტად უნდა დაზარალდეს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ეს სიმძიმე გადადის ევროპაზეც, იმიტომ, რომ ევროპა ხდება თანამონაწილე მიმდინარე ომისა
დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპულ ქვეყნებს უკრაინაში ომის გაგრძელების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის გაფართოების პოლიტიკა ჩიხშია შესული.

ბრიუსელს სულ უფრო მეტად უჭირს ე.წ. გაფართოების პოლიტიკის წარმოება. ეს ნათლად ჩანს, როდესაც მას სურს, რომ გაფართოების პოლიტიკა ისე შეზღუდოს და ისე მოაწყოს, რომ ახალ წევრს მიიღებენ, მაგრამ შეკვეცილი უფლებებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის გაფართოების ეს დიდი ნაწილი ფაქტობრივად, ჩიხურ მდგომარეობაშია და არ იციან ზუსტი გამოსავალი როგორ მოძებნონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ის შეზღუდვები, რომელიც ბრიუსელს აქვს, კანდიდატი ქვეყნებისთვის მიუღებელი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეზღუდვა მთელი რიგი, მათ შორის კანდიდატი ქვეყნებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. და თვითონ შიგნითაც უნდათ, რომ კვალიფიკაციურ უმრავლესობაზე გადავიდნენ, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი რიგი ევროპული დედაქალაქებისთვის ასევე მიუღებელი იქნება.
შეცვლიან თუ არ შეცვლიან ისინი თავის მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში რთული საკითხავია, იმიტომ, რომ არ არის ადვილი გადაწყვეტილებები ანუ გზა ნათლად არ ჩანს, რა რეფორმები უნდა გაატარონ ან რა მიდგომები უნდა შემოიტანონ, რომ ევროკავშირმა თავისი განვითარების, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ცვლილებები მოახდინოს. ჩიხური მდგომარეობაა.
იგივე ომთან დაკავშირებითაც, მე მესმის ადვილია სხვის ომზე საუბარიო, ვინმე იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და მან მკვეთრი განცხადებები გააკეთა უკრაინაში ომის ამა თუ იმ ფორმით დასრულებაზე (და გასაგებია, რომ ეს ვერ იქნებოდა ომის სამართლიანი დასასრული, მაგრამ იქნებოდა ომის დასასრული ყოველ შემთხვევაში), მაგრამ ევროპულმა დედაქალაქებმა და ბრიუსელმა საპირისპირო პოზიცია დაიკავეს. სიტყვით კი ყველა ამბობს - მშვიდობა, მშვიდობაო, მაგრამ რეალურად ომის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი და ამ პოზიციას ინარჩუნებენ. ძალიან ჩიხური ვითარება აქვთ. ან ომი უნდა მოიგოს უკრაინამ, ან ომში უკრაინა კიდევ მეტად უნდა დაზარალდეს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ეს სიმძიმე გადადის ევროპაზეც, იმიტომ, რომ ევროპა ხდება თანამონაწილე მიმდინარე ომისა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეზღუდვა მთელი რიგი, მათ შორის კანდიდატი ქვეყნებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. და თვითონ შიგნითაც უნდათ, რომ კვალიფიკაციურ უმრავლესობაზე გადავიდნენ, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მთელი რიგი ევროპული დედაქალაქებისთვის ასევე მიუღებელი იქნება. შეცვლიან თუ არ შეცვლიან ისინი თავის მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში რთული საკითხავია, იმიტომ, რომ არ არის ადვილი გადაწყვეტილებები ანუ გზა ნათლად არ ჩანს, რა რეფორმები უნდა გაატარონ ან რა მიდგომები უნდა შემოიტანონ, რომ ევროკავშირმა თავისი განვითარების, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ცვლილებები მოახდინოს. ჩიხური მდგომარეობაა. იგივე ომთან დაკავშირებითაც, მე მესმის ადვილია სხვის ომზე საუბარიო, ვინმე იტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და მან მკვეთრი განცხადებები გააკეთა უკრაინაში ომის ამა თუ იმ ფორმით დასრულებაზე (და გასაგებია, რომ ეს ვერ იქნებოდა ომის სამართლიანი დასასრული, მაგრამ იქნებოდა ომის დასასრული ყოველ შემთხვევაში), მაგრამ ევროპულმა დედაქალაქებმა და ბრიუსელმა საპირისპირო პოზიცია დაიკავეს. სიტყვით კი ყველა ამბობს - მშვიდობა, მშვიდობაო, მაგრამ რეალურად ომის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი და ამ პოზიციას ინარჩუნებენ. ძალიან ჩიხური ვითარება აქვთ. ან ომი უნდა მოიგოს უკრაინამ, ან ომში უკრაინა კიდევ მეტად უნდა დაზარალდეს და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ეს სიმძიმე გადადის ევროპაზეც, იმიტომ, რომ ევროპა ხდება თანამონაწილე მიმდინარე ომისა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.