პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია, ახალ წევრს თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის უფლება

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს ევროკავშირის პირდაპირი წესით მართვას და ახალი წევრებისთვის განსხვავებული აზრის უფლების შეზღუდვას. Euronews-ის ცნობით, განიხილება მექანიზმები, მათ შორის ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია, ახალ წევრს თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის უფლება
პირველი არხი

ევროკავშირი თავის თავში გულისხმობს სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობას, მათ ინტერესთა კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აღარ არის ბრიუსელის ცენტრალიზებული მმართველობის ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის მიერ ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ცდილობს, უფრო სწორად ევროკავშირის ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია და ნებისმიერი სახელმწიფოს განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ადვილად გადასალახი და დაბლოკვადი. არადა, ევროკავშირი თავის თავში გულისხმობს სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობას და მათ ინტერესთა კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აღარ არის, ასე ვთქვათ, ბრიუსელის ცენტრალიზებული მმართველობის ინტერესებში და ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ახალ წევრს, რომელიც იქნება მიღებული, თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის არამარტო დაფიქსირების, არამედ აზრის გათვალისწინების უფლებაც კი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ თამაშის წესები იცვლება თამაშის მიმდინარეობის დროს.

„იგივე მონტენეგრო, რომელიც თითქოსდა ყველაზე ახლოს არის და ათეული წლებია უკვე, გრძელდება მისი ევროპასთან დაახლოების ეს პოზიცია, აღმოჩნდა ამ დაახლოების თითქმის ფინიშის გზაზე შეცვლილი პირობების წინააღმდეგ. მან ან უნდა მიიღოს ეს პირობა, რომ მას აღარ ექნება სრულფასოვანი ხმის უფლება, ან არა და მისი გაწევრიანების ეს გზა, რომელსაც მან ათეული წლები მოანდომა, რომ იტყვიან, შეჩერებული იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ – ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები