პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელია

ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას პარტიების აკრძალვაზე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლად აფასებს, რაც მისი თქმით, აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელია
იმედინიუსი

რასაც ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებაზე, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათ უნდათ, რომ მართლმსაჯულების სისტემას ჩირქი მოსცხონ.

„ბრიუსელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის დაბრმავება პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის შემდეგ რაღა უნდა გააკეთონ. გადავიდეთ ხალხის დასჯაზე? ხალხს ეტყვიან, რომ ის ერთი პატარა მონაპოვარი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა, ამას წაგართმევთ?.

საქართველოსთან ურთიერთობის არსენალი მათ თვითონ შეიზღუდეს. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაიწყო, ერთხელაც არ მოგვისმენია პოზიტიური დამოკიდებულება. ყველაფერი გამსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით, რომ მოეყვანათ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტია, რომელიც მათ ყველა დავალებას შეასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: მათი განცხადებები ემსახურება კანონის აღსრულებაში უხეშ ჩარევას და ზეწოლის განხორციელებას, რაც მიუღებელია
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის პრესსპიკერი რასაც ამბობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და არა მართლმსაჯულებაზე ზრუნვა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრიუსელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის დაბრმავება პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებაში გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის შემდეგ რაღა უნდა გააკეთონ. გადავიდეთ ხალხის დასჯაზე? ხალხს ეტყვიან, რომ ის ერთი პატარა მონაპოვარი, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა, ამას წაგართმევთ?. საქართველოსთან ურთიერთობის არსენალი მათ თვითონ შეიზღუდეს. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დაიწყო, ერთხელაც არ მოგვისმენია პოზიტიური დამოკიდებულება. ყველაფერი გამსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით, რომ მოეყვანათ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტია, რომელიც მათ ყველა დავალებას შეასრულებს“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მათთვის მისაღებია ხელისუფლება, მას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, მაგრამ თუ ხელისუფლება მოქმედებს არა მათი კარნახით, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და კანონის შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და კანონი მათთვის აღარ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები