ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას – მედიაკოალიცია სანაიაზე

ქართული ოცნება

სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რასაც „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის საგანგაშო მაგალითად აფასებს.

საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას – მედიაკოალიცია სანაიაზე
საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას – მედიაკოალიცია სანაიაზენეტგაზეთი

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას და მას სოლიდარობას უცხადებს.

განცხადებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს.

„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის სახიფათო ტენდენციაზე.

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს“, – წერია განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას, Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად- 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაია სხდომას არ ესწრებოდა, ის პოლიციამ სახლთან დააკავა.

Facebook პოსტები შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ეხებოდა:

პირველ პოსტში სანაია წერდა – „14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

მეორე პოსტში – „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.

22 ივლისს ჟურნალისტს მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

იხილეთ:

„პენ საქართველო“ სანაიაზე: ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია ;

ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის სახიფათო ტენდენციაზე. მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მედიაკოალიცია: სანაიას 30-დღიანი პატიმრობა ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მაგალითიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები