ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სანაია: შსს მიჩივის FB-ზე დაწერილი 2 სტატუსისა და ვიდეოს გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო ახალი ოქმი შეუდგინა. ადრე იგი მსგავსი პოსტისთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯეს.

სანაია: შსს მიჩივის FB-ზე დაწერილი 2 სტატუსისა და ვიდეოს გამო
სანაია: შსს მიჩივის FB-ზე დაწერილი 2 სტატუსისა და ვიდეოს გამონეტგაზეთი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოქმი შეუდგინა. საქმე ისევ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოს ეხება.

„პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ;

მესამე – ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ეგონა გუნავას ფრაგმენტი „შენ შე**ა, შვილო, ეშმაკმა“, – წერს სანაია სოციალურ ქსელში.

22 ივლისს ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

5 აგვისტოს ის წერდა:

„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს:

თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა შვილო ეშმაკმა“.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე:

აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას – რა თქვა შსს-მ სანაიაზე;

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“
ვახო სანაია
„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო ? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„პირველი სტატუსი 22 ივლისსაა დადებული დაჭერამდე რამდენიმე წუთით ადრე; მეორე სტატუსი დაწერილია ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ; მესამე – ვიდეო მეყლენბურგობაზე. ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან“
ვახო სანაია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.