მედიაკოალიცია: სანაიას 30-დღიანი პატიმრობა ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მაგალითია
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი საგანგაშო მაგალითია.

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით დაპატიმრება ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი საგანგაშო მაგალითია, - ასე ეხმაურება „მედიის ადვოკატირების კოალიცია “ ტელეწამყვან ვახო სანაიას დაკავებას.
როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად ხდება და სიტყვისა და პრესის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს. ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე.
მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ედება ბრალად. საქმეს საფუძვლად სანაიას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსი და ერთი ვიდეო დაედო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთისაფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას – მედიაკოალიცია სანაიაზე
- ინტერპრესნიუსი„მედიის კოალიცია“ - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიტყვისა და პრესის თავისუფლებას
- ინტერპრესნიუსი„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიტყვისა და პრესის თავისუფლებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.