პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პენ საქართველო“ სანაიაზე: ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია

ქართული ოცნება

„პენ საქართველო“ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიან პატიმრობას დანაშაულს უწოდებს და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, სანაიას დასჯა Facebook-პოსტებისა და ვიდეოს გამო განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია.

„პენ საქართველო“ სანაიაზე: ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია
ნეტგაზეთი

„პენ საქართველო“ დაკავებულ ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს მისი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმებას. მათი განცხადებით, ჟურნალისტის დაპატიმრება დანაშაულია.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევამ და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებამ გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების პირდაპირ სამიზნედ აქცია.

ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხელისუფლების კრიტიკისთვის აპატიმრებენ, ხოლო თავისუფალი სიტყვა დასჯის საფუძვლად იქცევა, დემოკრატია აღარ არსებობს.

ვახო სანაიას დაპატიმრებას ერთ კონკრეტულ შემთხვევად ვერ განვიხილავთ − ეს განსხვავებული აზრის დევნისა და მოქალაქეების დაშინების სისტემური პოლიტიკის ნაწილია“, – წერია განცხადებაში.

ჟურნალისტ ვახო სანაიას, Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა.

22 ივლისს მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას – მედიაკოალიცია სანაიაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები