კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე - ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
კახა კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გააშიშვლა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სახელმწიფოს ნაცვლად გარე ძალებს ემსახურებოდნენ, და მათ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ. მისი თქმით, პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო განხილვა ღია იქნება, გადაწყვეტილება კი სასამართლოზეა.

„ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად გააშიშვლა ის ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს - ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან.
„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.
ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ავიღოთ ძალადობრივი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქებში. ასევე, გვახსოვს ის ძალადობრივი აქციები საქართველოში როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ჰქონდა ადგილი. არათუ ამის დაგმობა არ მოვისმინეთ, პირიქით, ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს.
მოგისმენიათ რაიმე განცხადება ან კრიტიკული შეფასება იგივე უკრაინასთან მიმართებით, როდესაც, თუ არ ვცდები, 17 თუ 18 პარტია აკრძალეს? მოლდოვაში ორი თუ სამი პარტია აიკრძალა. საუბარია ბოლო წლებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.
„წლების განმავლობაში, 2012 წლამდე ასე ხდებოდა, რომ თუ გარედან რაღაცას ითხოვდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება და უნდა გვემოქმედა ისე, როგორც გარედან ან რომელიმე კონკრეტული ელჩი განაცხადებდა. არა, ეს ასე ვერ იქნება.
ჩვენ დღეს ძლიერნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ყველაფერს განსაზღვრავს მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი და არა გარედან ვიღაც კონკრეტული ადამიანები, კომპანიები თუ დაჯგუფებები.
რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დათმობილი. საქართველოს ინტერესების ხარჯზე არც მეგობრობა იქნება და არც პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები“, - განაცხადა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
- იმედინიუსიკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
- პირველი არხიკახა კალაძე – საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია, საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
ციტატები სტატიიდან
„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ავიღოთ ძალადობრივი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქებში. ასევე, გვახსოვს ის ძალადობრივი აქციები საქართველოში როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ჰქონდა ადგილი. არათუ ამის დაგმობა არ მოვისმინეთ, პირიქით, ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს. მოგისმენიათ რაიმე განცხადება ან კრიტიკული შეფასება იგივე უკრაინასთან მიმართებით, როდესაც, თუ არ ვცდები, 17 თუ 18 პარტია აკრძალეს? მოლდოვაში ორი თუ სამი პარტია აიკრძალა. საუბარია ბოლო წლებზე“
„წლების განმავლობაში, 2012 წლამდე ასე ხდებოდა, რომ თუ გარედან რაღაცას ითხოვდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება და უნდა გვემოქმედა ისე, როგორც გარედან ან რომელიმე კონკრეტული ელჩი განაცხადებდა. არა, ეს ასე ვერ იქნება. ჩვენ დღეს ძლიერნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ყველაფერს განსაზღვრავს მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი და არა გარედან ვიღაც კონკრეტული ადამიანები, კომპანიები თუ დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დათმობილი. საქართველოს ინტერესების ხარჯზე არც მეგობრობა იქნება და არც პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.