კახა კალაძე – ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ აქვთ
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს და საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაა.

ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ.
„ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროცესები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.
„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთაც არის ამგვარი პარტიების აკრძალვა. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა ასრულებდე ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარე დავალებებს. თავიანთი განცხადებებით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამის დასტურად ბევრი ფაქტი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. გახსოვთ, როგორ იბრძოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო ასოცირების ხელშეკრულება, ქვეყნისთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაეშალათ. ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პლატფორმაზე ვერ იქნება“
„დარწმუნებული ვარ, გაჩნდება სივრცე ახალი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის. პოლიტიკური არენა ოპოზიციის გარეშე ვერ დარჩება. ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…