ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს მთავრობა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური ძალები გარე დავალებებით მოქმედებდნენ, ხოლო პარტიების აკრძალვა ევროპულ ქვეყნებშიც მიღებული პრაქტიკაა, სადაც ბოლო ათწლეულებში 150-მდე პარტია აიკრძალა.

კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
კახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალაიმედინიუსი

პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. მისივე განმარტებით, 2012 წლიდან ქართული პოლიტიკა ქვეყნის გარედან აღარ იმართება.

„ვერ იქნება ისე, როგორც იყო წლების წინ, გარედან რომ იმართებოდა ქართული პოლიტიკა. 2012 წლის მერე შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ამას გარკვეული დრო დასჭირდა. ნელ-ნელა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არის აბსოლუტურად თავისუფალი. გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის დაკვეთით. ამ ქვეყნის მთავარი ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე შეუძლიათ, წარმოადგინონ კონტრარგუმენტები და არა პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური პარტიები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც აიკრძალა.

„დანაშაულია, ის კონკრეტული საქმეები და ქმედებები, რასაც ეს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები წლების განმავლობაში, გარე ძალების დავალებით აკეთებდნენ. იღებდნენ გარე დაფინანსებებს, პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კაბინეტებში დარბოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ქვეყანას ხელი არ მოეწერა და ბევრი ასეთის ჩამოთვლა შეიძლება. ასევე, მინდა გითხრათ, როდესაც პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ნახეთ, უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია აიკრძალა. მოლდოვაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში 8 პარტია აიკრძალა და ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია არის აკრძალული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში 22 პარტია, მოლდოვაში – რვა, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დანაშაულია, ის კონკრეტული საქმეები და ქმედებები, რასაც ეს პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები წლების განმავლობაში, გარე ძალების დავალებით აკეთებდნენ. იღებდნენ გარე დაფინანსებებს, პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კაბინეტებში დარბოდნენ და ცდილობდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ქვეყანას ხელი არ მოეწერა და ბევრი ასეთის ჩამოთვლა შეიძლება. ასევე, მინდა გითხრათ, როდესაც პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ნახეთ, უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია აიკრძალა. მოლდოვაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში 8 პარტია აიკრძალა და ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია არის აკრძალული“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: “კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები