დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
21 ოქტომბერს ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

21 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს.
ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებით.
ახალციხის დასაქმების ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტი "ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" თანამშრომლობით ჩატარდება.
რეგიონული დასაქმების ფორუმის მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთდაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.