ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

21 ოქტომბერს ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება, სადაც 30-მდე კომპანია 200-ზე მეტ ვაკანსიას წარადგენს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდებაიმედინიუსი

21 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს.

ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე, ფარმაციისა და განათლების მიმართულებებით.

ახალციხის დასაქმების ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტი „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით ჩატარდება.

რეგიონული დასაქმების ფორუმის მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთდაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები