ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

გუდაურში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნესთან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრა გაიმართა, სადაც მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების პროგრამასა და კადრების პროფესიულ გადამზადებაზე იმსჯელეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაიმედინიუსი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.

ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები