ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დამიან იოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, დარგობრივი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები და დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

„ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს.

მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის – Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები