ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმდინარე მოლაპარაკებები და დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდარუსთავი 2

2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

ასევე, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს.

მხარეებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს, დევიდ ემტესტამს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები