პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ შორეული სოფლების საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად, დამატებით 80 ახალ მასწავლებელს შეარჩევს
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ შორეულ სოფლებში მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად დამატებით 80 მასწავლებელს შეარჩევს. განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, კონკურსის მიზანია მოშორებულ სკოლებში საგნობრივი საჭიროების აღმოფხვრა, სანამ ადგილობრივი კადრები დასაქმდება.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ შორეული სოფლების საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის შესავსებად , დამატებით 80 ახალ მასწავლებელს შეარჩევს.
განაცხადების მიღება დღეს სრულდება.2026-2027 სასწავლო წელს პროგრამაში 134 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული. ისინი ქვეყნის მასშტაბით 79 საჯარო სკოლაში მუშაობენ.
„მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის წარმართვა, ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სკოლებს, აგრეთვე მოშორებით მდებარე ბარის სკოლებსაც ეხება, სადაც გარკვეული საგნობრივი დისციპლინის მიხედვით პედაგოგების ნაკლებობას განვიცდით.
პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი, რომლის მიზანია მასწავლებლების შერჩევა გარკვეული დროით, სანამ კონკრეტული საგნობრივი საჭიროება არ აღმოიფხვრება და იქ შესაბამისი ადგილობრივი კადრი არ დასაქმდება“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
ციტატები სტატიიდან
„მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის წარმართვა, ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მდებარე სკოლებს, აგრეთვე მოშორებით მდებარე ბარის სკოლებსაც ეხება, სადაც გარკვეული საგნობრივი დისციპლინის მიხედვით პედაგოგების ნაკლებობას განვიცდით. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი, რომლის მიზანია მასწავლებლების შერჩევა გარკვეული დროით, სანამ კონკრეტული საგნობრივი საჭიროება არ აღმოიფხვრება და იქ შესაბამისი ადგილობრივი კადრი არ დასაქმდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.